ზამთარი გვიახლოვდება: თბილისში ყველა შადრევანი გაითიშება

საქართველოს დედაქალაქში შადრევნები გაზაფხულზე ამუშავდება.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ტემპერატურის მკვეთრი კლების გამო დედაქალაქში 20 ნოემბრიდან ყველა მოქმედი შადრევანი გაითიშება, ნათქვამია თბილისის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის განცხადებაში.
თბილისში ბოლო კვირაში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. ღამით თერმომეტრის სვეტი ნულ გრადუსამდე მივიდა.
შადრევანი თავისუფლების მოედანზე თბილისის საკრებულოს მიმდებარედ
სამსახურის ცნობით, ქალაქში შადრევნები გაზაფხულამდე გამორთული იქნება.
თბილისის სხვადასხვა უბანში საერთო ჯამში 60 დიდი შადრევანია, მათზე კომპანია „ეკოსერვის ჯგუფი“ ზრუნავს.