მსოფლიო დღეს

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ: „თალიბანმა“ ქაბულში ოპერაცია ჩაატარა

Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ავღანეთის ხელისუფლებაში მოსულმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქაბულის ჩრდილოეთ ნაწილში ოპერაცია ჩაატარა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, იუწყება РИА Новости ქაბულის პოლიციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ინფორმაციით, დედაქალაქის აღნიშნულ რაიონს ამ დროისათვის თალიბების უსაფრთხოების ძალები აკონტროლებენ.
როგორც ქაბულის პოლიციაში აცხადებენ, ოპერაციისას ლიკვიდირებულია „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე წევრი.
მანამდე სააგენტოს წყარომ აცნობა, რომ ქაბულში ორი აფეთქება მოხდა: ერთი დაშთე-ბარჩის რაიონში, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა, ხოლო მეორე — ქაბულის დასავლეთ ნაწილში, სადაც ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, შვიდი კი დაიჭრა. მოგვიანებით ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.