თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. რუსეთში ფედერალური ქართული ნაციონალურ−კულტურული ავტონომია დიასპორული ორგანიზაციების ყალბი ვებ-გვერდების გავრცელებასთან დაკავშირებით რუსეთში ქართული დიასპორის ოფიციალურ საინფორმაციო რესურსებს აქვეყნებს.
ბოლო პერიოდში ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება მოსკოვში ქართული დიასპორის სახელით სხვადასხვა განცხადებები. იმის გამო, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შევიდეს, ნაციონალურ−კულტურული ავტონომიის ადმინისტრაციამ ოფიციალური საკონტაქტო ინფორმაცის გავრცელება გადაწყვიტა.
„რუსეთში ქართული დიასპორა სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანებებითაა წარმოდგენილი. მაგრამ საერთორუსულ დონეზე მხოლოდ ერთი ორგანიზაცია – რუსეთში ფედერალური ქართული ნაციონალურ−კულტურული ავტონომია მოქმედებს. თითქოსდა დიასპორისა და ავტონომიის სახელით გავრცელებული პუბლიკაციების გამო, ჩამოგითვლით სოციალურ ქსელებში ვებ-გვერდების სიას, რომელიც რეალურად ეკუთვნის ჩვენს ორგანიზაციას“, – განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ დიასპორაში.
სოციალურ ქსელებში ოფიციალური ვებ-გვერდების სია:
ვებ-გვერდი: www.Kartvelebi.ru
Instagram: @geodiaspora
Telegram: https://t.me/geodiaspora.
რუსეთში ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტი – დავით ცეცხლაძე (აირჩიეს 2021 წლის 1 მარტს).
პრეს-მდივანი, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი – ანდრო ივანოვი. ელ–ფოსტა: info@kartvelebi.ru.