მსოფლიო დღეს

POLARIS 21: საფრანგეთი ისტორიაში უდიდეს სამხედრო წვრთნებს იწყებს

Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთი დღეს ისტორიაში უდიდეს სამხედრო-საზღვაო სწავლება POLARIS 21-ს იწყებს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილსა და ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ჩატარდება, იუწყება Naval News საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებზე დაყრდნობით.

„POLARIS — ეს არის უპრეცედენტო წვრთნები, რომელიც ფოკუსირებულია მაღალი ინტენსივობის ბრძოლაზე. მასში მონაწილეობას საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ნახევარი მიიღებს“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მანევრები 3 დეკემბრამდე გასტანს. მასში ჩართული იქნება საფრანგეთის საზღვაო და საჰაერო ძალების 6.000 ჯარისკაცი, აქედან 4.000 — მეზღვაური.
გარდა ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებისა, მანევრებში მონაწილეობას მიიღებენ მოკავშირე ფლოტებიც, მათ შორის, აშშ-ის საზღვაო ძალების გამანადგურებელი USS Porter-ი და, სავარაუდოდ, ბრიტანეთის სამეფო ფლოტის გამანადგურებელი HMS Dragon-იც, რომელიც დღეს შენიშნეს ტულონის საზღვაო ბაზაზე.
მანევრებში ასევე ივარაუდება ესპანეთის, საბერძნეთის, იტალიის სამხედრო ხომალდების ჩართულობაც. აღინიშნება, რომ POLARIS 21-ში მონაწილეების სრული სია მიმდინარე კვირის ბოლოსთვის გამოქვეყნდება.