ყვითელი ამბები

გაიცანით ნიკოლა კალაძის სათამაშო, რომელიც დედაზე მეტად უყვარს – ვიდეო

Sputnik
კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის უმცროსი ვაჟი, 3 წლის ნიკოლასი სოციალურ ქსელში უკვე ძალიან პოპულარულია. მის ვიდეოებს კახასა და ანუკის ხელმომწერები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან. პატარა ნიკოლასის ჩაცმულობა და საუბრის მანერა საზოგადოების მხრიდან ხშირად დიდ მოწონებასა და სიყვარულს იმსახურებს.
ანუკი საკუთარ „ინსტაგრამის“ „სთორებში“ ნიკოლასის ვიდეოებსა და ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. როგორც ჩანს, მას ძმებთან თამაში ძალიან უყვარს და ოჯახის წევრებს ხშირად ამხიარულებს.
ცოტა ხნის წინ ანუკიმ უმცროსი შვილის კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნიკოლასი საყვარელ სათამაშოსთან ერთადაა. დედის კითხვაზე, „მე უფრო გიყვარვარ თუ ბეიბი იოდა?“ ნიკოლასი პასუხობს, რომ ბეიბი იოდა უფრო უყვარს. „ჰოდა ბეიბი იოდამ დაგაძინოს ხოლმე“, – წერს ანუკი ვიდეოზე.
როგორც ჩანს, ცნობილი ანიმაციის Star Wars-ის გმირი Grogu თავად დიზაინერსაც ძალიან მოსწონს. ცოტა ხნის წინ ანუკიმ მასთან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სათამაშო თავზე ხელის გადასმისას რეაქციებს გამოხატავს. ეს უნიკალური ქმნილება ერთ-ერთ ონლაინ მაღაზიაში 70 დოლარამდე ღირს.