ყვითელი ამბები

„დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ქმარი მღალატობდა ქართველ გოგოსთან...“ – ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილთან ურთიერთობის უცნობი ფაქტები გაიხსენა.
Sputnik
მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ხელმომწერების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა მის ყოფილ მეუღლეს, ცნობილ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს ეხებოდა. ხელმომწერი დაინტერესდა, უღალატია თუ არა ქმარს მისთვის. ნეკა დოროყაშვილმა მას გულახდილად უპასუხა.
როგორც დოროყაშვილი წერს, ქმარმა ბევრჯერ უღალატა სხვადასხვა ქალთან.

„ერთხელ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ქმარი იწვა ქალთან კონკრეტულ ლოკაციაზე. შოკირებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე ამის დამამტკიცებელი ფაქტები, ფოტოები, მესიჯები. ყველაზე შოკისმომგვრელი კი ის ქართველი გოგო იყო“, – წერს დოროყაშვილი.

ამჟამად ნეკასა და მის ყოფილ მეუღლეს შორის თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი სასამართლო დავა მიმდინარეობს. ერთი ეხება ყოფილი ქმრის მიერ ნეკაზე ძალადობას, ხოლო მეორე – შვილის მიმართ მამის მხრიდან ფინანსური ვალდებულებისგან თავის არიდებას.