ყვითელი ამბები

ამერიკაში ცნობილი რეპერი მოკლეს

Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღით ცნობილი რეპერი იანგ დოლფი მოკლეს. ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება.
თვითმხილველების თქმით, რეპერს მოახლოებული მანქანიდან ესროლეს.
36 წლის იანგ დოლფს 7 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, მისი ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია Major და On the river.
აღსანიშნავია, რომ ეს ჰიპ-ჰოპ არტისტის მკვლელობის პირველი მცდელობა არ იყო. მას 2017 წელსაც ესროლეს, რის შედეგადაც სამი ჭრილობა მიიღო, თუმცა მაშინ მძიმე დაზიანებები არ მიუღია.