COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 18 ნოემბერი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 737.316 ადამიანი; ჩატარებულია 2.074.270 აცრა, ერთ დღეში აცრილია 7.307 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.446-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 800.293-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 737.316 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 5.320), გარდაიცვალა – 11.289 (ბოლო 24 საათში – 77). კარანტინის რეჟიმშია 52, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.505 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.170 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 50.026 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31.072, PCR–ტესტით – 18.954.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,89%, ბოლო 14 დღის – 9,63%, ბოლო 7 დღის – 9,05%.
სულ ჩატარებულია 2.074.270 აცრა, ერთ დღეში აცრილია 7.307 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.