თრომბის დადგენა ექიმის გარეშეც შეგიძლიათ: კარდიოლოგი ასახელებს ნიშნებს

Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. თრომბოზი შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ბავშვსაც კი დაემართოს, აცხადებს გულ-სისხლძარღვთა ქირურგი, კარდიოლოგი ვლადიმირ ხოროშევი.
სპეციალისტის თქმით, თრომბის წარმოქმნას ხელს უწყობს არაერთი დაავადება თუ პროცესი, მაგალითად, ადამიანისთვის შეუჩვეველი ტემპერატურული პირობებიც კი.
როგორ ამოვიცნოთ თრომბი: დასახელდა წინმსწრები სიმპტომები
ხოროშევის თქმით, ადამიანს თავადაც შეუძლია დაადგინოს, რომ მის ორგანიზმში თრომბოზი წარმოიქმნა. ამაზე მეტყველებს რამდენიმე სიმპტომი, რომლებიც სხეულის გარკვეულ ნაწილებში ჩნდება.
როგორც კარდილოგი ამბობს, თუ თრომბი ჩნდება კორონარულ არტერიაში — მარჯვენასა თუ მარცხენაში, ან მის განტოტებებში, მაშინ ადამიანი მიოკარდის ინფარქტის მთელ კლასიკურ სიმპტომატიკას იგრძნობს. ეს სიმპტომები მრავალგვარია, თუმცა შემთხვევათა 80%-ზე მეტში ვლინდება მტკივნეული რეაქცია: მკერდის შებოჭვის შეგრძნება, ტკივილი და ზოგჯერ წვაც.

„ტკივილი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. ის გადაეცემა მარცხენა ხელს, როგორც წესი, მარცხენა მხარსა და წინამხარს“, — აზუსტებს ექიმი.

კარდიოლოგის თქმით, თუ წარმოქმნილი თრომბი რომელიმე არტერიის „სანათურს“ დახურავს, გაჩნდება სისხლის ნაკადის, მისი კვებისა და ჟანგბადით გამდიდრების დეფიციტი. უმეტეს შემთხვევაში ეს დეფიციტი ვლინდება ძლიერი ტკივილით ფეხში, მკლავში ან რომელიმე ორგანოში.