ყვითელი ამბები

თიკა ჯამბურია იაკობ ბრეგვაძესთან ერთად – ნახეთ რა სიახლეა მომღერლის ცხოვრებაში

მომღერლის ცხოვრებაში სასიხარულო სიახლეებია.
Sputnik
მომღერალი თიკა ჯამბურია ახალ ვიდეოკლიპს იღებს. ამის შესახებ ცნობილი მისი „ინსტაგრამის“ „სთორებიდან“ გახდა. მომღერალმა გადაღების მოედნიდან რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ლოკაციად მათ მთაწმინდის პარკი შეარჩიეს, კლიპს კი გახმაურებული „შაქარაშვილის საქმის“ ფიგურანტი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე უღებს.
ცნობილი მომღერალი პანდემიის პირობებშიც საკუთარ გარეგნობაზე აქტიურად ზრუნავს. ერთი პერიოდი მომღერალი დღეში რამდენიმე კილომეტრს დადიოდა და 18-საათიან დიეტას იცავდა, რის შედეგადაც საგრძნობლად დაიკლო წონაში. ამჟამად კი სპორტულ დარბაზში განაგრძობს ვარჯიშს და სულ უფრო და უფრო აოცებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს.
მომღერალი დიდი პოპულარობით სარგებლობს. დიდი ხანია პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს, რადგან, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, არ უნდა „მის ხარჯზე ვიღაც ბიჭები პოპულარული გახადოს“.