ყვითელი ამბები

„ვვარჯიშობ და ჯანსაღ ცხოვრებას მივდევ“ – რა სიახლეებია ერეკლე დეისაძის ცხოვრებაში

Sputnik
მუსიკოსმა და მწერალმა ერეკლე დეისაძემ „ფორტუნას“ დილის ეთერში მუსიკალურ სიახლეებზე ისაუბრა. ასევე პასუხი გასცა კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის იწყება მისი დღე, რომელ სიმღერებს უსმენს და როგორია მისი ყოველდღიური საქმიანობა.
დეისაძის თქმით, დაახლოებით 8-9 საათზე იღვიძებს, ვარჯიშობს და ჯანსაღ ცხოვრებას მისდევს. დილის მუსიკა დამოკიდებულია განწყობაზე. ბოლო პერიოდში მის ახალ სიმღერებს უსმენს და ცდილობს კიდევ უფრო გააუმჯობესოს.

„დღის განრიგს რაც შეეხება, ძირითად დროს წერა-კითხვას ვუთმობ, ასევე მუსიკის ძიებასა და მის დამუშავებას. ახალ წიგნს ვწერ, რომანს, რომელზეც სამი წელია ვმუშაობ, გაზაფხულზე იხილავს საზოგადოება“, – ამბობს მუსიკოსი და მწერალი.