ყვითელი ამბები

„პლასტმასის თოჯინას ჰგავს უკვე“ – რას უწერენ ბეგაშვილს ქართველი და უცხოელი ხელმომწერები

Sputnik
შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა, ის ხელმომწრეებს ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით, მათგან კი ყოველთვის დადებით შეფასებასა და კომპლიმენტებს იღებს.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შორენა ბეგაშვილის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულმა ფოტოებმა არაერთგვაროვანი კომენტარები დაიმსახურა, რასაც თავად შორენაც გამოეხმაურა. „ქართველების კომენტარები“ – წერს ის და აქვეყნებს „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოს, სადაც მის გარეგნობას ქართველი ხელმომწერები აკრიტიკებენ, ხოლო მეორე ფოტოში „უცხოელების კომენტარები“ ის უცხოელი ხელმომწერების მიერ დაწერილ კომპლიმენტებსა და დადებით შეფასებებს აზიარებს.
შორენა ბეგაშვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. მეორედ მსახიობი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეზე იყო დაქორწინებული 8 წლის განმავლობაში, თუმცა საზოგადოებამ მათი ქორწინების შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც ბეგაშვილმა იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო გამოაქვეყნა.