ყვითელი ამბები

„ექიმმა დაგვირეკა, ბავშვი სასწრაფოდ მომიყვანეთო“ – სანდრო კაკულია შვილის დიაგნოზზე

Sputnik
14 ნო­ემ­ბერს მსოფ­ლი­ო­ში დი­ა­ბე­ტის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მსოფ­ლიო დღე აღი­ნიშ­ნა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოში დიაბეტით სულ უფრო ბევრი ადამიანი ავადდება.
ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლა­ზე“ გა­და­ცე­მა „ჩათში“ მსა­ხი­ო­ბი სან­დრო კა­კუ­ლია სტუმ­რობ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს თემა წლე­ბის წინ პი­რა­დად მას შე­ე­ხო, რო­დე­საც მის 6 წლის გო­გო­ნას პირ­ვე­ლი ტი­პის დი­ა­ბე­ტის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ელე­ნე ახლა 12 წლი­საა და მა­მას სჯე­რა, რომ მის სრულ­წლო­ვა­ნე­ბამ­დე და­ამ­ტკი­ცე­ბენ წა­მალს, რო­მე­ლიც მი­ნი­მუმ გო­გო­ნას ინ­სუ­ლინ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მო­უხ­სნის.

„ყვე­ლა­ფე­რი ერთ წამ­ში იც­ვლე­ბა, მთე­ლი სამ­ყა­რო, რო­დე­საც ექი­მი შე­მო­დის და გა­ტყო­ბი­ნებს, რომ თქვენს შვილს აქვს პირ­ვე­ლი ტი­პის დი­ა­ბე­ტი. ეს არის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი უნდა იყოს, რად­გან ჯერ წა­მა­ლი არ არის გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი. ელე­ნე 6 წლის იყო, მისი დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გეთ. ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ დღეს ბავ­შვი რუ­ტი­ნულ ანა­ლიზ­ზე მი­ვიყ­ვა­ნეთ. იმა­ვე სა­ღა­მოს, 9 სა­ათ­ზე ექიმ­მა სახ­ლში დაგ­ვი­რე­კა, შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ხმა ჰქონ­და – სას­წრა­ფოდ მო­იყ­ვა­ნეთ ბავ­შვი, ერთ-ერთი ანა­ლი­ზი ძა­ლი­ან არ მომ­წონ­სო“, – გაიხსენა მსახიობმა.

მისი თქმით, ელე­ნეს პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე შა­ქა­რი 500 აღ­მო­აჩ­ნდა, ამ დროს თა­ვად ვერ გრძნობ­და. მაშინ­ვე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში შე­იყ­ვა­ნეს.
„რო­დე­საც გვი­თხრეს, უნდა დავ­ტო­ვო­თო, ძა­ლი­ან მინ­დო­და ნახ­ვა და პა­ნი­კა ავ­ტე­ხე. გა­დას­ხმა­ზე იყო ბავ­შვი შე­ერ­თე­ბუ­ლი, მე კი­დევ გა­რეთ ვი­დე­ქი, ვტი­რო­დი, ვა­კა­კუ­ნებ­დი, ჩემი შვი­ლი მა­ნა­ხეთ–მეთ­ქი. ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, რომ დრო­ე­ბით ბავ­შვი გა­მო­მიყ­ვა­ნეს. რომ არ მე­ნა­ხა, არ ვიცი რა მე­გო­ნა. ჩა­ვი­ხუ­ტე და ტი­რი­ლი და­ვი­წყე, პირ­ვე­ლად ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხუ­თა­სი­ა­ნი შაქ­რით. ბავ­შვმა ყურ­ში ჩამ­ჩურ­ჩუ­ლა, არ ინერ­ვი­უ­ლო, მა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო, აქეთ და­მამ­შვი­და ელე­ნემ. ეს რომ მი­თხრა, მივ­ხვდი რამ­დე­ნად ძლი­ე­რია თვი­თონ“, – გაიხსენა მსახიობმა.
მისი თქმით, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს პირ­ვე­ლად რო­გორ მო­გაწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას. თუ კარ­გად მარ­თავ, დი­ა­ბე­ტით ცხოვ­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ მი­დის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ ექიმ­მა თქვა, ბავ­შვი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბაო, ეს ელე­ნეს­თვის არ უთქვამთ, რადგან სჯერათ, რომ სანამ ზრდას­რუ­ლი გახდება, გა­მო­ი­გო­ნე­ბენ პრე­პა­რატს, რო­მე­ლიც ინ­სუ­ლინ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მა­ინც მო­უხ­სნის პირ­ვე­ლი ტი­პის დი­ა­ბე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს.