ახალი ბანაკი ბრუზგიში? რა ხდება პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე – ფოტო

მიგრანტების ბანაკმა საზღვრის მახლობლად მდებარე ტყიდან „ბრუზგი–კუზნიცას“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან გადაინაცვლა.
Sputnik
მიგრანტებმა, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში ბელარუსი–პოლონეთის საზღვარზე ტყეს აფარებდნენ თავს, გუშინ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან გადაინაცვლეს. ისინი იმედოვნებენ, რომ პოლონელები მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შეუშვებენ.
მიგრანტები მავთულხლართებს ძალიან მიუახლოვდნენ, თუმცა პოლონელმა სამხედროებმა და პოლიციელებმა ისინი საკუთარ ტერიტორიაზე არ შეუშვეს და სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდეს.
1 / 14

15 ნოემბერს დაახლოებით 2 ათასი მიგრანტი მიუახლოვდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს

2 / 14

მანამდე მათ შვიდი დღე გაატარეს ბანაკში

3 / 14

ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე შეშვებას მოითხოვდნენ

4 / 14

პოლონეთის მხრიდან მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდეს

5 / 14

თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ მოწოდებას

6 / 14

მათ კარვები პირდაპირ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გაშალეს

7 / 14

ყველა მიგრანტი აქ დაბანაკდა

8 / 14

შემდეგ კი ცეცხლი დაანთეს

9 / 14

პოლონეთმა სასაზღვრო პუნქტი 8 ნოემბერს დაკეტა

10 / 14

საზღვართან მობილიზებულია პოლიციის ძალები

11 / 14

ასევე სპეცტექნიკა, მათ შორის ავტომობილები წყლის ჭავლით

12 / 14

ევროკავშირში მიგრანტების ტალღის ორგანიზებაში მინსკს ადანაშაულებენ და მომხდარს „ჰიბრიდულ შეტევას“ უწოდებენ

13 / 14

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ეს საყვედურები „სრული სისულელეა“ და დაამატა, რომ ხელისუფლებამ მარტო ბოლო პერიოდში რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა რამდენიმე ათას არალეგალს აუკრძალა, რაც იოლი გადასამოწმებელია

14 / 14

სიტუაცია პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე