ყვითელი ამბები

ნინა სუბლატის ერთი წლის ვაჟი რეპავს – მომღერალი ბავშვის უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

ნინა სუბლატის ცისფერთვალება ბიჭუნას აგვისტოში ერთი წელი შეუსრულდა.
Sputnik
მომღერალმა ნინა სუბლატმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა. „ერთ წელში ალბომს უშვებს“ – ასეთი წარწერა დაურთო მომღერალმა შვილის ვიდეოს, სადაც ბიჭუნა რეპავს. როგორც ჩანს, პატარამ ჯერ საუბარი კარგად არ იცის, თუმცა მუსიკის რიტმს ბგერებს აყოლებს.
სუბლატის ვაჟი აგვისტოში 1 წლის გახდა. კომპოზიტორმა გიორგი შამანაურმა და მომღერალმა ნინა სუბლატმა პანდემიით გამოწვეული რისკების თავიდან ასაცილებლად ვაჟის დაბადების დღის აღნიშვნა ღია სივრცეში გადაწყვიტეს. უმცროსი შამანაურის სტუმრების სიაში ოთხფეხა მეგობრებიც აღმოჩნდნენ.
ნინა სუბლატისა და გიორგი შამანაურის ცხოვრება ვაჟის დაბადების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. ნინას არ უყვარს საჯარო სივრცეში გამოჩენა, მედიასთან ხშირი კონტაქტი, ამიტომ მომღერალი სოციალურ ქსელების საშუალებით თაყვანისმცემლებს ვირტუალური სივრციდან ესაუბრება.
კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ აღარ ჩანს ტელეეკრანებზე, მუდმივად ისმის. ამის შესახებ მომღერალმა ცოტა ხნის წინ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ თუ ადრე კარიერას დიდ დროს უთმობდა და ეს ბედნიერებას ანიჭებდა, 21 წლის ასაკში მიხვდა, რომ ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტები სჭირდება.