„თელასი" თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 17 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
დიდუბის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენბლის ხეივნის და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრვ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას და ნოდარ ბოხუა ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და ჭოპორტის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და მამისაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და ტეტელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, მეფე მირიანის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, კოსტავას, საირმის, შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის და ცაგარელის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არდაზიანის, ვაზისუბნის, სოკრატ არშბას, შარტავას, გაგარინის, ზემო ვეძისის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, სახოკიას, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ილია ოდიშელიძის, გაბრიელ ისაკაძის და ოჩამჩირის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.