COVID-19 - ბოლო ცნობები

ტრაგიკული შემთხვევა ქუთაისში: კორონავირუსის გამო მშობიარე დედა გარდაიცვალა, ჩვილი გადარჩა

კლინიკა „ბომონდის“ ექიმების თქმით, ქალი მათთან უკვე მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის გართულების ნიადაგზე ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ 43 წლის ქალი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ტელეარხის ცნობით, ნინო ქუთელია კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ცხრა დღის განმავლობაში მკურნალობდა.
სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას უკვე მძიმე იყო. მას დაზიანებული ჰქონდა ფილტვების ქსოვილის 72%, მიერთებული იყო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.
ქალი ქუთაისის კლინიკაში სამეგრელოდან ჩაიყვანეს. ქუთელია კორონავირუსით მშობიარობამდე ორი კვირით ადრე დაავადდა. ამის გამო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
ოჯახის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.