ყვითელი ამბები

ქეთა თოფურიას და ოლივიას ახალი ფოტოსესია – დედა-შვილი ულამაზესია

ქეთა თოფურიას მისაბაძი ოჯახი ჰყავს. შვილებთან და ქმართან ერთად მომღერალი მოსკოვის გარეუბანში, ძვირადღირებულ ვილაში ცხოვრობს.
Sputnik
ქეთა თოფურიას გოგონა ოლივია, რომელიც მას ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან პირველი ქორწინებიდან ჰყავს, უკვე გაიზარდა და წელს სკოლაშიც წავიდა. ოლივია დედასთან ერთად ხშირად ჩნდება და მასთან ერთად ფოტოსესიებშიც სიამოვნებით მონაწილეობს.
ახლახან ქეთამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ქალიშვილთან ერთად არის გადაღებული. დედა-შვილს მომღერლის ბრენდის KetiOne-ის მიერ შექმნილი კაბები აცვია.
ქეთას მეორე შვილიც ჰყავს - ადამი, რომელიც მან ბელარუსელი ბიზნესმენისგან ლევ დენგოვისგან იანვარში გააჩინა. ქეთა დიდი ხანი ასაიდუმლოებდა ორსულობას და დღემდე არ აჩენს პატარა ადამის სახეს. სავარაუდოდ, მომღერალი ადამს ვარსკვლავური გამოჩენისთვის ამზადებს და მას საზოგადოება პირდაპირ ჟურნალის ყდებიდან იხილავს.