თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო იქნება. შესაბამის ცვლილებებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.
კანონპროექტის მიხედვით, 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო გახდება რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება. კერძოდ, ეს ეხება პირველ ეტაპზე B და BE კატეგორიის მართვის მოწმობებს, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიისთვის.
ამჟამად მართვის მოწმობის მსურველები მის მისაღებად ჯერ თეორიულ გამოცდას აბარებენ, ხოლო შემდეგ პრაქტიკულ გამოცდას საქართველოს მომსახურების სააგენტოს ფილიალებში სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო მოედნებზე გადიან.