COVID-19 - ბოლო ცნობები

ახალი მონაცემები Pfizer-ის ბუსტერული დოზის გვერდით მოვლენებზე: გამოვლინდა უჩვეულო ეფექტი

Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. კომპანია Pfizer-მა აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტოს (FDA) აცნობა იმ სხვადასხვა გვერდითი ეფექტის შესახებ, რომლებიც მისი ვაქცინით ბუსტერული აცრის შემდეგ ჩნდება, იუწყება გამოცემა Daily Express.
ბუსტერული დოზით აცრის რეკომენდაციები მას შემდეგ გაიცა, რაც მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ანტისხეულების კლება დააფიქსირეს.
უსაფრთხოა თუ არა ორსულების Pfizer-ით ვაქცინაცია
FDA-სთვის წარდგენილი მონაცემები 300 ადამიანზე ჩატარებულ კვლევას ეფუძნება, რომელთა ასაკი 18-დან 55 წლამდე მერყეობდა. ირკვევა, რომ Pfizer-ის ბუსტერული დოზით აცრის შემდეგ:
63,7%-ს აღენიშნებოდა დაღლილობა,
48,4%-ს — თავის ტკივილი,
39,1%-ს — კუნთების ტკივილი.
ყველაზე მოულოდნელი გვერდითი ეფექტი, რომელიც კვლევისას გამოვლინდა, ლიმფური ჯირკვლების გადიდება იყო, რამაც 16 პაციენტში იჩინა თავი. ამასთან აღინიშნება, რომ მათი 5% ქალი იყო.
რაც შეეხება გვერდითი მოვლენების სიმძიმეს, ირკვევა, რომ ყველა გამოვლენილი გვერდითი ეფექტი მსუბუქი ან საშუალო დონისა იყო.
FDA-ს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი კომპანია Pfizer-ის მონცემებზე.