ყვითელი ამბები

„ულამაზესი წყვილი ხართ“– ირაკლი მაქაცარიას და უკრაინელი მომღერლის ფოტომ აჟიოტაჟი გამოიწვია

Sputnik
უკრაინელი შემსრულებელი ტინა კაროლი თბილისშია. მან გუშინ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ლაივშოუზე იმღერა. მისი მასპინძელი ტელეწამყვანი და ბიზნესმენი ირაკლი მაქაცარიაა, რომელიც უკრაინაში საკმაოდ ცნობილი ადამიანია და ბევრ პოპულარულ სახესთან აქვს ურთიერთობა. მათ შორისაა ტინაც.
ირაკლი მაქაცარიამ მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს ქვეყანაში. მიხარია, რომ პირველად წარდგები შენი სიმღერით ქართველი მაყურებლის წინაშე, რაც კიდევ უფრო გაამყარებს უკრაინის და საქართველოს მეგობრობას“.
ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. „ულამაზესი წყვილი ხართ, ერთად რატომ არ ხართ?“ „ტინა ახალ ვარცხნილობაში ვერ ვიცანი“, „ძალიან კარგები ხართ“, – წერენ კომენტარებში.