ფუტსალი: საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მაყურებლის გარეშე გაიმართა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები ვახტანგ კეკელიამ, ირაკლი თოდუამ და ბრუნო პეტრი ბრანკომ გაიტანეს.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, რომელიც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რუმინეთთან ამხანაგური მატჩი გამართა და დიდი ანგარიშით 4:1 იმარჯვა.
საქართველოს ნაკრების მხრიდან დუბლი შეასრულა ვახტანგ კეკელიამ, ხოლო თითო გოლი გაიტანეს ირაკლი თოდუამ და ბრუნო პეტრი ბრანკომ. რაც შეეხებათ სტუმრებს, რუმინეთის ნაკრებიდან ერთადერთი, პრესტიჟის გოლი პაულუ ფერეირამ შეაგდო.
ფუტსალი: საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა ორი უპასუხო გოლით დაამარცხა
ნაკრებები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ხვალ კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე ტრიბუნაზე მაყურებელი ამჯერადაც არ დაიშვება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში ითამაშებს, სადაც ესპანეთს, აზერბაიჯანსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. მეოთხედფინალის საგზურს ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.
2022 წლის ევროპის ჩემპიონატი ნიდერლანდებში 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.