COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 16 ნოემბერი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 727.184 ადამიანი; ჩატარებულია 2.057.216 აცრა, ერთ დღეში აცრილია 8.224 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.204-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 791.115-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 727.184 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.785), გარდაიცვალა – 11.140 (ბოლო 24 საათში – 83). კარანტინის რეჟიმშია 70, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.718 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.156 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 52.834 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 37.227, PCR–ტესტით – 15.607.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,85%, ბოლო 14 დღის – 9,85%, ბოლო 7 დღის – 9,25%.
სულ ჩატარებულია 2.057.216 აცრა, ერთ დღეში აცრილია 8.224 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.