ყვითელი ამბები

ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი შერიგდნენ? – წყვილი პაპარაცებმა გადაიღეს

Sputnik
მას შემდეგ, რაც ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთმანეთს დაშორდნენ, წყვილი ერთად არაერთხელ შეუნიშნავთ, მათ 4 წლის ქალიშვილი ლეა ჰყავთ, რომელსაც ერთობლივად ზრდიან.
ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი ერთად გადაიღეს. მანჰეტენზე 35 წლის მოდელი და 46 წლის მსახიობი ქუჩაში ხელკავით სეირნობდნენ. პაპარაცების დანახვისას ბრედლი ღიმილს ვერ იკავებდა, წყვილი ბედნიერად გამოიყურებოდა.
აღნიშნული ფოტოების გავრცელების შემდეგ წყვილის გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ ისინი კვლავ ერთად არიან.
ოთხწლიანი რომანის შემდეგ რუსი მოდელი ირინა შეიკი და ამერიკელი მსახიობი ბრედლი კუპერი ორი წლის წინ დაშორდნენ.
შეიკისა და კუპერის ურთიერთობა 2015 წლის აპრილში დაიწყო. ბრედლი კუპერისა და მომღერალ ლედი გაგას ერთობლივი ფილმის „ვარსკვლავის დაბადების“ გამოსვლის შემდეგ ტაბლოიდები წერდნენ, რომ კუპერი შეიკს ლედი გაგასთან ღალატობდა, თუმცა ეს ჭორები ლედი გაგამ უარყო. თუმცა, თავის მხრივ, ფილმის გამოსვლიდან მალევე ლედი გაგამ თავისი ქორწილიც ჩაშალა.