ავტოგარბენი სააკაშვილის მხარდასაჭერად: ოპოზიციის აქციის ახალი ფორმატი – ვიდეო

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ქალაქის სხვადასხვა წერტილებიდან ერთდროულად სამი ავტოკოლონა დაიძრა.
Sputnik
ავტოკოლონები, რომლებზეც აღმართული იყო დროშები და ეწერა ლოზუნგები „თავისუფლება მიშას!“, ერთდროულად გაემართნენ თბილისის ცენტრისკენ რესპუბლიკის მოედნიდან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისიდან და ცესკოს შენობიდან.
აქციის მონაწილეები საღამომდე დადიოდნენ ქალაქის ქუჩებში საყვირების თანხლებით. მოძრაობის უსაფრთხოებას აქციის მსვლელობისას საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფდა. აქციას არ ჩაუვლია ინციდენტის გარეშე. აღმაშენებლის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცმა ერთ-ერთი მანქანიდან დროშის მოგლეჯა და ავტოკოლონისთვის გზის გადაკეტვა სცადა.