COVID-19 - ბოლო ცნობები

QR-კოდი პირველ რიგში აუცრელ უსიმპტომო პაციენტებს უნდა მიენიჭოთ: იმუნოლოგის განმარტება

Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსული ინფექციის მიმართ იმუნიტეტი უფრო მაღალია იმ პაციენტებში, რომლებმაც დაავადება უსიმპტომოდ გადაიტანეს, ვიდრე ვაქცინირებულ ადამიანებში, აცხადებს განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა სპეციალისტი, იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვლადისლავ ჟემჩუგოვი.
მისი თქმით, ასეთი ადამიანები უდავოდ იმსახურებენ QR-კოდების მინიჭებას.

„ცუდია, რომ კოლექტიური იმუნიტეტის ფარგლებში არ განიხილებიან ის ადამიანები, რომლებმაც დაავადება უსიმპტომოდ გადაიტანეს. მათ უფრო ძლიერი იმუნიტეტი აქვთ, ვიდრე ვაქცინირებულებს... გადატანილი ავადმყოფობა ყოველთვის უფრო ძლიერ იმუნიტეტს იძლევა, ვიდრე ვაქცინა — ეს კანონია. ამიტომ ასეთებს QR-კოდი პირველ რიგში უნდა მიენიჭოთ“, — აცხადებს იმუნოლოგი.

ექსპერტის თქმით, ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც კორონავირუსის „დელტა“ შტამით იავადა, ვინაიდან ვირუსის მიმართ იმუნიტეტი ასეთებს ერთი წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ახალი მონაცემები Pfizer-ის ბუსტერული დოზის გვერდით მოვლენებზე: გამოვლინდა უჩვეულო ეფექტი
„ვინც ახლა გადაიტანა დაავადება იოლი ფორმით — ეს ის ხალხია, ვისაც უკვე ახალი იმუნიტეტი აქვს „დელტას“ მიმართ. ისინი ყველაზე ფასეულები არიან პოპულაციისა და კაცობრიობისთვის“, — განმარტა საშიშ ინფექციათა სპეციალისტმა.
საქართველოში 1 დეკემბრიდან ამოქმედდება „მწვანე პასპორტების" კონცეფცია. მასში ასახული იქნება თითოეული მოქალაქის შესახებ ყველა ის ინფორმაცია, რომლებიც კორონავირუსს უკავშირდება: გადატანილი დაავადება, PCR-ტესტის შედეგები, ვაქცინაციის კურსი. პირს „მწვანე“ სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ იგი სრულად ვაქცინირებულია, ჩატარებული აქვს 72-საათიანი PCR-ტესტი ან 24-საათიანი ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.