ყვითელი ამბები

„პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს“– რატომ გადაიხადა თაკო ჩარკვიანმა 30-კაციანი ქორწილი

Sputnik
პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში იხსენებს, რომ მომავალი მეუღლით ჯონი გიგანით იპოდრომზე მოიხიბლა, სადაც მან მეგობრებთან ერთად დაპატიჟა. რაც შეეხება ქორწილს, ჩარკვიანის თქმით, 30-კაციანი ქორწილი ჰქონდა.
„ჩემი გადაწყვეტილება იყო, 30 კაცი ხელის მოსაწერად წავსულიყავით და მერე ჯვარი დაგვეწერა. მას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. ბავშვები მაშინ იმ ასაკში იყვნენ, როცა მშვენივრად ხვდებოდნენ ყველაფერს და არ მინდოდა მათი მამის ქორწილი ყოფილიყო“, – ამბობს თაკო ჩარკვიანი.
პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ამიტომ დღეს ჯონის შვილებთან ძალიან მეგობრობს და მის გოგონასაც, პიანისტ ირმა გიგანს მათთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.
წყვილი თითქმის 30 წელია ერთადაა. ცოტა ხნის წინ ჯონი გიგანმა მეუღლეს დაბადების დღე ემოციურად მიულოცა სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ აღფრთოვანებულია მისი სამართლიანობით და გვერდში დგომით.