რუსეთის მოქალაქემ საქართველოში არადეკლარირებული საქონლის შემოტანა სცადა

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. მებაჟე–ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის ქვეყანაში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საბაჟო–გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ მებაჟე–ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე რუსეთის მოქალაქის ავტომობილის დათვალიერების შედეგად 495 მაჯის საათი და 20 ერთეული ტყავის სამაჯური აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 22.551 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.