თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. ქართველი მომღერალი მეგი გოგიტიძე მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში 16 და 18 დეკემბერს კონცერტებს გამართავს. მოსკოვში კონცერტი ჩატარდება Vegas City Hall-ში, სანქტ-პეტერბურგში კი - კლუბ „კოსმონავტში“.
გოგიტიძე შეასრულებს როგორც ძველ სიმღერებს, ისე კომპოზიციებს ალბომიდან „ნუ გეშინია“, რომელიც მან 2019 წელს გამოუშვა.
ქართული სიმღერების გარდა, ალბომში შესულია რუსულენოვანი კომპოზიციებიც.
ბოლო მინიალბომი „+1“ ქართველმა მომღერალმა მოსკოვში ჩაწერა. მინიალბომში შევიდა ხუთი კომპოზიცია - ორი ქართულ და სამი რუსულ ენაზე.
მეგი გოგიტიძე ქობულეთიდანაა. არის მუსიკისა და სიმღერების ავტორი. 2014 წელს იგი გახდა პროექტის Голос Країни ნახევარფინალისტი. 2016 წელს კი ქართულ პროექტში „მეგა“ წლის საუკეთესო მომღერლად დასახელდა.
მეგი ასრულებს მუსიკას ეთნოჯაზის და ფოლკის სტილში. ხშირად იყენებს საკულტო ქართველი პოეტების ლექსებს. მომღერალს ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი - სიდონია და ბარბარე.