კვირის ბოლოს საქართველოს პარლამენტის დეპუტატების წინაშე ორი მინისტრი წარდგება

ხუთშაბათს საკანონმდებლო ორგანოში შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრს, მომდევნო დღეს კი საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს პარლამენტში 18 და 19 ნოემბერს მოუსმენენ.
ხუთშაბათს, 18 ნოემბერს თეა ახვლედიანი, 19 ნოემბერს კი საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვა სიტყვით.

„ხვალიდან სასესიო კვირა იწყება, სამშაბათი დღეა, ჩვეულებრივად დავიწყებთ პოლიტიკური განცხადებებით, შემდეგ გვექნება, რა თქმა უნდა, განსახილველი საკითხები... ოთხშაბათს გვექნება ბიუჯეტის მოსმენა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

როგორც მან აღნიშნა, ხუთშაბათსა და პარასკევს პარლამენტში ორ მინისტრს მოუსმენენ.