ვიდეოში ჩანს, რომ კატა მაგიდიდან წამლის გადაგდებას აპირებდა, თუმცა ეს მისმა პატრონმა დროულად შეამჩნია. კაცმა აიღო მსგავსი ფლაკონი, ისე გააკეთა, თითქოს ის სათამაშომ გადააგდო მაგიდიდან და შემდეგ სათამაშო ჩუსტით სცემა.
ამის შემხედვარე კატამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო – როგორც ჩანს, პატრონის გაკვეთილმა იმოქმედა და წამლის ფლაკონი მაგიდიდან გადაგდების ნაცვლად, ნაპირიდან შიგნით შეაცურა.