ყვითელი ამბები

„ბენიფერის“ უახლესი ფოტოები – წყვილის თვალები ყველაფერზე მეტყველებს

„ბენიფერის“ მიმართ საზოგადოების ინტერესი არ იკლებს. მსოფლიო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ყველაზე საინტერესო სიყვარულის ისტორიის მქონე წყვილის ქორწილს ელოდება.
Sputnik
როგორც ამბობენ, წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი, ჭკვიანი და გემოვნებიანი ქალბატონი დგას. მართალია, ბენს წარმატება არც მანამდე აკლდა, თუმცა ის კი ფაქტია, რომ ჯეი ლოსთან განახლებული ურთიერთობის შემდეგ 49 წლის ბენის ჩაცმის სტილმა თვალშისაცემი ცვლილება განიცადა.
ამჯერად „ბენიფერის“ უახლეს ფოტოს განვიხილავთ, ის წყვილის ფან-კლუბის „ინსტაგრამზე“ გავრცელდა.
52 წლის ლოპესს მწვანე პერანგი და კუბოკრული პიჯაკი აცვია, მას კი მხარს დახვეწილ ტანისამოსში გამოწყობილი ბენი უმშვენებს, ამჯერად აფლეკმა შავი პერანგი და თეთრი მანტო მოირგო. წყვილი ბედნიერებას ასხივებდა.