ოცნებები შიშზე ძლიერია: ავღანელი გოგონები სწავლის დროს – ფოტო

მიუხედავად მკაცრი შეზღუდვებისა, ავღანელი გოგონები სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას განაგრძობენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორია განათლების მიღება „თალიბანის“ პირობებში.
Sputnik
ავღანეთის ხელისუფლებაში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ბოევიკების მოსვლის შემდეგ გოგონებს სკოლებში სიარული აეკრძალათ, ხოლო სტუდენტ გოგონებს უნივერსიტეტებში სიარული გარკვეული პირობების შესრულებით შეუძლიათ. კერძოდ, სამოსი სრულად უნდა ფარავდეს სხეულს და გოგონები ცალკე აუდიტორიებში ისწავლიან. ასევე ისინი ვალდებულები არიან ლექციებიდან ადრე წავიდნენ.
1 / 10

ეს ათი წლის ჰადიაა გაკვეთილზე. გოგონას სურს ექიმი გახდეს, თუმცა ორი წლის შემდეგ თუ სწავლის გაგრძელების უფლება არ მისცეს, ის ოცნებას ვერ აისრულებს

2 / 10

ახლა ჰადია მეოთხე კლასის მოსწავლეა

3 / 10

საშინაო დავალებას ის მის დასთან - საჰართან ერთად ამზადებს

4 / 10

ხოლო მე-11 კლასელი საჰარი Youtube-ს საშუალებით სწავლობს, მას ინჟინრობა სურს

5 / 10

გოგონამ საკუთრი ოთახი საკლასო ოთახსაც დაამსგავსა

6 / 10

საჰარს სწავლაში მისი 19 წლის და სევიტა ეხმარება

7 / 10

„თალიბანის“ ბოევიკი სკოლის შესასვლელში

8 / 10

გოგონების უმრავლესობას სწავლა სურს, თუმცა ბოევიკების გამო სკოლაში სიარულის ეშინიათ

9 / 10

მაგალითად, 20 წლის ჰავა ქაბულის პედაგოგიურ უნივერსიტეტში სწავლობს. მას შემდეგ, რაც თალიბები ქვეყნის სათავეში აღმოჩნდნენ, მას უნივერსიტეტში მოხვედრა არ შეუძლია

10 / 10

თუმცა, ასეთი მკაცრი პირობებიც ვერ უშლის გოგონებს ხელს ოცნებებისკენ სვლაში