„თელასი" თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 15 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კლდიაშვილის, ჩუბინაშვილის, დოლიძის, ნინოშვილის და ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ლისის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას (ნაწილობრივ), კოსტავას, კალანდაძის, ხვიჩიას, შარტავას, იოსებიძის, ბროლოსანის, საბურთალოს, ჭაბუკიანის, ფერმწერთა, ჩხიკვაძის და ძოწენიძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის, ჯებაშვილის, ნუცუბიძის და ნადარეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და ახალციხელის ქუჩეს მოსახლეობას.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV და V კვარტლების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერისთავის, მექანიზაციის და ერწოს ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, მშველიძის, ქისის, გელათის, არარატის, ალაზნის, დუშეთის და არმაზის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მაჭარის, რუისის, მეფე სოლომონის, ჩეხოვის, მეტეხის, ისნის და ფერისცვალების ქუჩების მოსახლეობას.
14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლაგოდეხის, ალიხანიანის, ფაღავას და სევანის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ენუქიძის, ჭიჭინაძის და მებაღეობის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.