ლიანა ჯოჯუა UFC-ს ტურნირზე ბრძოლის წაგების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბრძოლის შემდეგ ჯოჯუა მიღებული ტრავმების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. ქართველი სპორტსმენი ლიანა ჯოჯუა („ძუ მგელი“) ამერიკელ კორტნი კეისისთან დამარცხდა ლას-ვეგასში, სადაც UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ტურნირი მიმდინარეობს.
ბრძოლა სამივე რაუნდი გაგრძელდა, რის შემდეგაც მსაჯებმა ერთხმად მიანიჭეს გამარჯვება ამერიკელ სპორტსმენს - 30:27, 30:27, 30:27.

„მაპატიეთ, რომ იმედი გაგიცრუეთ, არ ვიცი, რატომღაც ბრძოლა სულ სხვანაირად ვიგრძენი, მაგრამ გამოვიდა ისე როგორც ნახეთ. თავადაც იმედგაცრუებული ვარ, ასევე იმის გამო, რომ ამოცანა ვერ შევასრულე. ეს გამოცდაა და ის უნდა გავიარო. ფარ-ხმალს არ ვყრით და ვაგრძელებთ“, - დაწერა „მგელმა“ თავის Facebook-გვერდზე.

ბრძოლის შემდეგ ჯოჯუა მიღებული ტრავმების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჯოჯუასთვის კეისისთან ბრძოლა UFC-ს ეგიდით მეოთხე იყო. ქართველმა ერთი ბრძოლა მოიგო, სამი კი წააგო.