გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გორის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ორშაბათს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გვირაბის დაკეტვის მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოებია.
15 ნოემბრის 23:00 საათიდან 16 ნოემბრის 02:00 საათამდე შეიზღუდება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულება, ხოლო 16 ნოემბრის 02:00 საათიდან 05:00 საათამდე - თბილისი-სენაკის მიმართულება.
საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში კი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი–თბილისის მიმართულება - გორის გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.