თინათინ სტამბოლოშვილის „ფეისბუქის“ სტატუსს, რომელიც განსხვავებული აზრის მიუღებლობას ეხებოდა, ცხარე დისკუსია მოჰყვა. სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ნანუკა ჟორჟოლიანი ერეკლე კოდუას ცოლად მოიხსენია, ამ უკანასკნელმა კი კომენტარებში ერეკლეს უკრაინელი ცოლი კატალინა დიდა მონიშნა, რომელმაც აშკარა წყენა ვერ დამალა ამის გამო.
როგორც კატალინა წერს, ნანუკა ჟორჟოლიანი მათ თავს არ ანებებს და ურჩევს პროვოკაციებს თავი დაანებოს და მათ შეეშვას. თავის მხრივ ჟორჟოლიანმა უპასუხა, რომ ყოველთვის მონიშნავს მას როდესაც ერეკლეს ცოლად მოიხსენიებენ, რათა როგორც ერეკლეს ცოლმა ბრალდებებს უპასუხოს.
კატალინამ დაწერა, რომ არ აპირებდა ამ მიმართულებით საუბრის გახსენებას, ამიტომ ნანუკა დაბლოკა. შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) ყოფილმა დირექტორმა ერეკლე კოდუამ უნგრეთში ცოლი რამდენიმე წლის წინ მოიყვანა.
„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ წყვილი ბევრს მოგზაურობს, სტუმრად ქართველ ნათესავებსაც იღებენ და სახლში ხუთ შინაურ ცხოველს უვლიან - სამ კატას და ორ ძაღლს. წყვილს უნგრეთში ჯერ ერეკლეს ძმა და რძალი, შემდეგ კი შვილები სტუმრობდნენ.
ერეკლე კოდუას ორი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს. ეს მისთვის მესამე ქორწინებაა. როგორც ჩანს, კოდუას მეუღლეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს მეუღლის ნათესავებთან. სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი „იმედის” საქმეზე პასუხისგებაშია მიცემული, თუმცა ის წლებია საქართველოში არ ცხოვრობს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კოდუა საზღვარგარეთ წავიდა. ქვეყნიდან წასულ ერეკლე კოდუას საქართველოში ოჯახი დაენგრა, ის და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ერთმანეთს გაშორდნენ.