COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 14 ნოემბერი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 716.382 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 5.277), გარდაიცვალა – 10.975 (ბოლო 24 საათში – 81). კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.838 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.216 ადამიანი იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.700-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 784.091-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 716.382 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 5.277), გარდაიცვალა – 10.975 (ბოლო 24 საათში – 81). კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.838 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.216 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 38.817 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19.158, PCR–ტესტით – 19.659.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,53%, ბოლო 14 დღის – 10,02%, ბოლო 7 დღის – 9,6%.
სულ ჩატარებულია 2.046.362 აცრა, ერთ დღეში აცრილია 4.946 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.