ბათუმში ხანძრის დროს მაშველები დაშავდნენ

დაშავებულ მაშველებს მედიკოსებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ბათუმში ოთხ სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, იუწყება გაზეთი „ბათუმელები“.
შემთხვევა დღეს დილით, ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მესამე სართულზე მდებარე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო მანქანა გამოიძახეს. ხანძრის ჩაქრობის დროს სამი მაშველი მსუბუქად დაშავდა.
დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწიათ.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.