ყვითელი ამბები

„უკვე ორი წელია ველოდები“ - რატომ გადაიფიქრა ვაშალომიძისთვის საყვარელმა კაცმა ხელის თხოვნა

Sputnik
მოდელი და ტელეწამყვანი თამო ვაშლომიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ აცხადებს, რომ ელის როდის თხოვს მისი საყვარელი მამაკაცი ხელს.
„ველოდები ხელის თხოვნას და მერე იქნება ქორწილი. გვინდა, ძალიან კარგი ქორწილი გვქონდეს. ვფიქრობ, ყველა ქალი იმსახურებს სასურველ ქორწილს და მეც მინდა, ლამაზი და გრანდიოზული გამოვიდეს, თუმცა კოვიდის გამო ეს ახლა შეუძლებელია. რაც შეეხება ხელის თხოვნას, უკვე ორი წელია, ველოდები. ერთხელ ისე მოხდა, რომ ჩემდა სამწუხაროდ, გამოვიცანი ხელის თხოვნის დღე და აკამაც გადაიფიქრა. ნათქვამი აქვს, შენ არ უნდა იცოდე ამის შესახებო და მოკლედ, ჩავუშალე გეგმები“, - აცხადებს თამო ვაშალომიძე.
მოდელი უკვე რამდენიმე თვეა აკასთან და პატარა მაქსიმესთან ერთად ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ წყვილმა ევროპაში იმოგზაურა, სადაც აკა საქმიანი მიზნებით დარჩა და თამო მარტო დაბრუნდა საქართველოში.
მოდელის მეორე ნახევარი სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს. მის შესახებ ხელმომწერებს ვაშალომიძემ მაშინ გაუმხილა როდესაც მისგან ვაჟს ელოდებოდა. მოდელს უფროსი ქალიშვილიც ჰყავს, რომლის მამის ვინაობას არ ამხელს.