საქართველოში ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავენ

პანდემიის გამო ასი ათასი მოწამის ხსენების დღე მასშტაბურად არ აღინიშნება, როგორც ეს წინა წლები ხდებოდა
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 100 ათასი მოწამის დღეს, რომლებიც თბილისში 1227 წელს ხვარაზმელებმა დახოცეს.
საეკლესიო კალენდარი: 13 ნოემბერი
ასი ათასი მოწამის ხსენების დღე წელს პანდემიის გამო მასშტაბურად არ აღინიშნება. თუმცა დილით, 10:00 საათზე ჩატარდება ორი წირვა ასი ათასი მოწამისა და წმინდა აბო თბილელის სახელობის ტაძრებში, ხოლო 13:00 საათზე გადახდილი იქნება პარაკლისი მეტეხის ხიდზე, საიდანაც, გადმოცემის თანახმად, მტკვარში თავმოკვეთილი ცხედრები ჩაყარეს.