უბედური შემთხვევა წყალტუბოში: ბაღის აღსაზრდელმა ლურსმანი გადაყლაპა და გარდაიცვალა

შემთხვევის შემდეგ ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ის მალევე გარდაიცვალა.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანება ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი წყალტუბოს №2 ბაღის აღსაზრდელი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ლურსმანი გადაყლაპა, რის შემდეგაც ბავშვი სამედიცინო დაწესებულებში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.