მეტროს სადგურ „დიდუბეში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცი ამოიყვანეს

მამაკაცის ამოყვანის პროცედურები ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის ლიანდაგებსა და მატარებელს შორის იყო გაჭედილი.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. მეტროს სადგურ „დიდუბეში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალაგაზრდა მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა დღეს, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
სანამ მაშველები ლიანდაგებსა და მატარებელს შორის გაჭედილი მამაკაცის ამოყვანას ცდილობდნენ, მეტროს სადგური ჩაკეტილი იყო. მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს, ხოლო მატარებელი, რომლის ქვეშაც იყო მამაკაცი მოყოლილი, სპეციალური ტექნიკით გასწიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მას მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება, განსაკუთრებით დაზიანებული აქვს ცალი კიდური.
მეტროს სადგურის მუშაობა უახლოეს მომავალში ჩვეულ რეჟიმში განახლდება.