ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი ხშირად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს, ხელმომწერებისა და გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებენ.
ამჯერად ირაკლი და ლიზა ახალ ვიდეოს სპორტდარბაზიდან აქვეყნებენ და ერთ-ერთი ცნობილი ფილმის სცენას ასრულებენ.
„პირველი ცდა... სიყვარულს მართლაც შეუძლია ფრენა“ – წერს ირაკლი. წყვილის ვიდეომ ხელმომწერების დიდი მოწონება და უამრავი დადებითი კომენტარი დაიმსახურა. „ეს ქორწილის რეპეტიციაა?“, „ერთად თანაცხოვრების წლებში თქვენ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები იქნებით, ყველაზე საყვარლები ხართ“, „ძლიერი, თავდაჯერებული კაცი და ნაზი გოგო - ასეც უნდა იყოს“, „როგორი კრძალვით ექცევა ირაკლი, აი, ესაა სიყვარული“, – წერენ კომენტარებში.
ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიას რჩეული 19 წლისაა, ის ცნობილი ოჯახიდანაა. ლიზას მამა ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუაა, ხოლო დედა – ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი. ირაკლისა და ლიზას ერთად გამოჩენის შემდეგ ირაკლის ოფიციალურ გვერდზე რეიტინგებმა რეკორდები მოხსნა. კომენტარებში კომპლიმენტები და მილოცვები დღემდე არ წყდება.