ყვითელი ამბები

ჯონდი ბაღათურიას მეუღლე გარდაეცვალა

Sputnik
პოლიტიკოს ჯონდი ბაღათურიას მეუღლე გარდაეცვალა. ამის შესახებ ის თავად წერს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
„ჩემი ნათია გარდაიცვალა. განუსვენე უფალო სულსა მიცვალებულისა მხევალისა შენისა ნათიასი და დაამკვიდრე ცათა სასუფეველში სადაცა მართალნი განისვენებენ“, – დაწერა პოლიტიკოსმა.
მანამდე პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერდა, რომ მის მეუღლეს კორონავირუსი ჰქონდა, რომელიც გაურთულდა. წყვილს სამი შვილი ჰყავს – ვაჟი თორნიკე და ორი ქალიშვილი მაგდა და თეკო.