ენმ სახელმწიფო უწყებების ალყას განაგრძობს — ახალი მიტინგები თბილისში

ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა მომხრეებმა პარასკევს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში ორი აქცია გამართეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს შენობების წინ. ნახეთ Sputnik-ის ვიდეო, როგორ წარიმართა აქციები
Sputnik
საპროტესტო აქციების მთავარი მამოძრავებელი ძალა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო. მისი ლიდერები ორივე აქციას ესწრებოდნენ. მათ გარდა პროტესტში მონაწილეობდნენ სხვა პოლიტიკური ოპოზიციური ძალები და ლიდერები. აქციები ინციდენტებისა და დაკავებების გარეშე მიმდინარეობდა.
პარალელურად აქციის მონაწილეებს წერეთლის გამზირზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან, საათნახევრის განმავლობაში ჰქონდათ მოძრაობა გადაკეტილი, რამაც მიმდებარე ქუჩებზე დიდი საცობები გამოიწვია.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა კვლავ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. ამიტომ ოპოზიცია საპროტესტო აქციაზე იმ დეპარტამენტების შენობებთან მივიდა, რომელთა კომპეტენციაშიც შედის ამ საკითხების მოგვარება. გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან შეხვედრაზე არ მიდის, მისმა ლიდერებმა საპროტესტო აქციების გაგრძელება გადაწყვიტეს.