ყვითელი ამბები

ბერას საფულე დაეკარგა, რომელიც ნანუკამ იპოვა – აი, თურმე, როგორ გაიცნო წყვილმა ერთმანეთი

Sputnik
ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე აპრილის შემდეგ კორეაში, კერძოდ, სეულში ცხოვრობენ. მუსიკოსმა ოჯახთან ერთად საქართველო სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ დატოვა. მათთან ერთად არის პატარა ბერუკაც.
მას შემდეგ წყვილი პერიოდულად აქვეყნებს ვიდეობსა და ფოტოებს და საზოგადოებას აქვს საშუალება ნახოს, თუ როგორ ცხოვრობენ ბერა და ნანუკა კორეაში. ამჯერად წყვილმა კიდევ ერთი ვიდეო შესთავაზა თაყვანისმცემელებს, სადაც ფოტოკოლაჟებით მათი სიყვარულის ისტორიაა ასახული.
„ერთი ნახვით შეყვარება”, „ასე შეხვდით ერთმანეთს თუ როგორ გაიცანით, მოგვიყვით“, „რა კრეატიულია“, – წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში.
ნანუკას და ბერას ერთი ვაჟი - ბერუკა ჰყავთ, რომელიც 29 ნოემბერს ორი წლის გახდება. ბე­რუ­კა ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძის პირ­ვე­ლი შვი­ლია. პატარას სახელი მშობლებმა მათი სახელების ნაწილებისგან შეურჩიეს.
რაც შეეხება ცნობილი რეპერის სამხრეთ კორეაში გამგზავრების მიზეზს, მან რამდენიმე თვის წინ “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში მუსიკალური გეგმები აქვს.