როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

12 ნოემბრის შემდეგ ჰაერის ტემპერატურა მთელ საქართველოში მოიმატებს.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ცალკეულ რაიონებში 11 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
12 ნოემბრიდან 16 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს +10, +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო 13-15 ნოემბერს +17, +22 გრადუსს მიაღწევს.
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში: 8–14 ნოემბერი
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 11-12 ნოემბერს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება. 12 ნოემბრის შემდეგ კი 16 ნოემბრამდე უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ტემპერატურა მოიმატებს და ჰაერი +11, +16 გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება დედაქალაქს, 11-12 ნოემბერს (ძირითადად ღამისა და დილის საათებში) შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი. ტემპერატურა +9, +11 გრადუსი იქნება, შემდგომში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსამდე გათბება.