თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთი არ არის მზად დაეთანხმოს OPCW-ს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გადაქცევას და გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზებას, განაცხადა ანდრეი ბელუსოვმა, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ გაეროს ოფისში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
„ჩვენ მზად არ ვართ, დავეთანხმოთ OPCW-ს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გადაქცევას და ქვეყნების ვიწრო ჯგუფის გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზებას. რუსეთი კვლავაც განაგრძობს ძალისხმევებს საერთაშორისო სამართლის უზენაესობის აღსადგენად, კონვენციის მთლიანობისა და OPCW-ის მუშაობის ნორმალიზებისთვის“, — განაცხადა მან.
მისი თქმით, „ატრიბუტული“ გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული იქნა 2018-2021 წლებში OPCW-ის მმართველი ორგანოების სესიებზე სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში დამნაშავეების გამოსავლენად, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ორგანიზაციის საქმიანობასა და მის რეპუტაციას, ისევე როგორც კონვენციის მთლიანობას.