ყვითელი ამბები

„ჩემი ვერგილიუსი“ – ასე ემშვიდობება ნანა ჩარკვიანი ცნობილ ბაბუას

Sputnik
ნანა ჩარკვიანი ცნობილ ბაბუას – დიპლომატსა და მწერალ გელა ჩარკვიანს სოციალურ ქსელში ემშვიდობება. „ჩემი ვერგილიუსი“ – ასეთი წარწერა გაუკეთა ნანამ ფოტოს. გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
ნანა ჩარკვიანი მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის შვილია. ირაკლი, რომელიც ბოლო წლებში ფსევდონიმად „მეფეს“ იყენებდა, 2006 წელს 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. ირაკლის ორი შვილი დარჩა – ნანა და მაქსიმე, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს.
პუბლიუს ვერგილიუს მარონი – რომაელი პოეტი, რომის ძლიერებისა და ბატონობის მეხოტბე იყო.